ჩვენ შესახებ

ვებ პორტალის ამოქმედების მიზანი მუნიციპალიტეტის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და მიზნობრივი პროექტების განხორციელებაა.

ვებ პორტალი www.Initiative.ge  მოქალაქეთა ახალი ინიციატივების სისტემატიზაციას, საჯაროობასა და მიზნობრივ ადრესაციას ისახავს მიზნად, რომელიც განხილვისა და შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად, მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.

ვებპორტალ www.Initiative.ge-ზე 8 კატეგორიაა განთავსებული, რომლის არჩევის შემდეგაც, მოქალაქეს არგუმენტირებული და დასაბუთებული იდეის დაფიქსირებისა და კონკრეტულ პროექტზე ხმის მიცემის საშუალება აქვს.

გვერდის შექმნის ინიციატორია ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“.

შენი ინიციატივა ადგილობრივ მთავრობას

ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის/მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა  ჩართულობისა და ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხებზე ინიციატივების ონლაინ წარდგენის მექანიზმი, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ რეგიონულ განვითარებაში.

რეგისტრაცია

რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმაში ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით, რომლითაც შემდგომ შეძლებთ ვებ-გვერდზე ავტორიზაციას.

ინიციატივის დამატება

ინიციატივის დასამატებლად საჭიროა მარტივი პროცედურა: მოძებნეთ ფანჯარა: ინიციატივის დამატება, შემდეგ აირჩიეთ  ის კატეგორია, რომელსაც შეესაბამება თქვენი ინიციატივა. მიუთითეთ სასურველი სახელწოდება და ინიციატივის აღწერა.

დამატებითი ინფორმაცია: ფოტო ან სხვა ფაილი, რომელიც შეესაბამება თქვენს იდეას, ვებ გვერდზე არ ატვირთოთ. გთხოვთ,   გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: initiative@gmail.com თქვენ მიერ დარეგისტრირებული ინიციატივა 3 დღის განმავლობაში გამოჩნდება ვებ გვერდზე რედაქტორის თანხმობისთანავე.

ინიციატივის ატვირთვის შემდეგ აპლიკაცია მოქალაქეებს დაეხმარება თქვენი იდეის უკეთ გაცნობაში. ინიციატივის წარდგენის უფლებით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი.

ხმის მიცემა

მიმდინარე ინიციატივებზე ხმის მიცემა  შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც.  ნებისმიერ  პირს შეუძლია ხმა მისცეს შერჩეულ ინიციატივას გვერდზე  ღილაკზე „მიეცი ხმა ინიციატივას“ გადასვლით. შეგიძლიათ ინიციატივა აირჩიოთ სასურველი კატეგორიიდან, გაეცნოთ  სახელწოდებას, აღწერას და დააფიქსიროთ თქვენი ხმა, რომელიც შემდგომ გამოჩნდება www.Initiative.ge  -ს საჯარო გვერდზე. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს ნებისმიერი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე. ხმის მიცემა შესაძლებელია ყველა არჩეულ ინიციატივაზე.

ინიციატივის  განხილვის პროცედურა და ვადები

დარეგისტრირებული ინიციატივა პირველ ეტაპზე განიხილება საიტის ადმინისტრატორის მიერ ინიციატივის წარდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც ამოწმებს მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. დახარვეზების დროს, ხარვეზის გამოსასწორებლად გეძლევათ 10 კალენდარული დღე. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თქვენი ინიციატივა არ გავა ხმის მიცემის ეტაპზე.

ვებ პორტალზე ატვირთულ ყველა ინიციატივას განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული ერთობლივი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უფლებამოსილია შეარჩიოს და რეკომენდაცია გაუწიოს მას შესაბამის მუნიციპალურ უწყებასთან (მერია და საკრებულო).

საბჭოს მიერ რეკომენდაციების წარდგენა ხდება ყოველი თვის პირველ სამუშაო კვირას. წარდგენიდან  30 სამუშაო დღის ვადაში ქალაქის მერი იღებს გადაწყვეტილებას  განხილვის გაგრძელების, ან ინიციატივის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე. თუ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ინიციატივის შემდგომი განხილვის თაობაზე, 60 კალენდარული დღის განმავლობაში მერი, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან და მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან ერთად განიხილავს ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობას. განხილვის შედეგები ეცნობება  ავტორს და სტატუსი აიტვირთება ინიციატივის ვებ პორტალზე.

დაუშვებელია ინიციატივა თუ:

  • ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას;
  • შეეხება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს;
  • სახუმარო ან უცენზურო ვიზუალური მასალის ან/და შინაარსის მქონეა;
  • არ შედის მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ან/და მისი გადაწყვეტა წარმოადგენს სხვა უწყების კომპეტენციას;
  • წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების პროცედურა, რომელიც გამორიცხავს იდეის საფუძველზე მის გადაწყვეტას;
  • ინიციატივის შინაარსი იდენტურია უკვე არსებული მიმდინარე ინიციატივისა, ან  ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული აქვს უარყოფითი რეკომენდაცია, ანდა ინიციტივა ერხელ იყო ხმის მიცემის ეტაპზე და ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ან  მიღებული აქვს დადებითი რეკომენდაცია და მისი სავარაუდო შესრულების მითითებული ვადა ჯერ არ არის ამოწურული.

განხილვას დაქვემდებარებული ინიციატივები:

  • ინფრასტრუქტურა
  • სათემო განვითარება
  • განათლება/კულტურა
  • საგზაო ინფრასტრუქტურა
  • ტურიზმი
  • ახალგაზრდობა და განვითარება
  • სოფელი და სოფლის განვითარება
  • ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.