ინიციატივის დასამატებლად საჭიროა მარტივი პროცედურა: მოძებნეთ ფანჯარა: ინიციატივის დამატება, შემდეგ აირჩიეთ ის კატეგორია, რომელსაც შეესაბამება თქვენი ინიციატივა. მიუთითეთ სასურველი სახელწოდება და ინიციატივის აღწერა.
დამატებითი ინფორმაცია: ფოტო ან სხვა ფაილი, რომელიც შეესაბამება თქვენს იდეას, ვებ გვერდზე არ ატვირთოთ. გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: initiative@gmail.com თქვენ მიერ დარეგისტრირებული ინიციატივა 3 დღის განმავლობაში გამოჩნდება ვებ გვერდზე რედაქტორის თანხმობისთანავე.
ინიციატივის ატვირთვის შემდეგ აპლიკაცია მოქალაქეებს დაეხმარება თქვენი იდეის უკეთ გაცნობაში. ინიციატივის წარდგენის უფლებით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი.
მიმდინარე ინიციატივებზე ხმის მიცემა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც. ნებისმიერ
პირს შეუძლია ხმა მისცეს შერჩეულ ინიციატივას გვერდზე ღილაკზე „მიეცი ხმა ინიციატივას“
გადასვლით.
შეგიძლიათ ინიციატივა აირჩიოთ სასურველი კატეგორიიდან, გაეცნოთ სახელწოდებას, აღწერას
და დააფიქსიროთ თქვენი ხმა, რომელიც შემდგომ გამოჩნდება www.Initiative.ge -ს საჯარო
გვერდზე.
ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს ნებისმიერი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე.
ხმის
მიცემა შესაძლებელია ყველა არჩეულ ინიციატივაზე.
დარეგისტრირებული ინიციატივა პირველ ეტაპზე განიხილება საიტის ადმინისტრატორის მიერ ინიციატივის წარდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც ამოწმებს მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. დახარვეზების დროს, ხარვეზის გამოსასწორებლად გეძლევათ 10 კალენდარული დღე. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თქვენი ინიციატივა არ გავა ხმის მიცემის ეტაპზე.
ვებ პორტალზე ატვირთულ ყველა ინიციატივას განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული ერთობლივი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უფლებამოსილია შეარჩიოს და რეკომენდაცია გაუწიოს მას შესაბამის მუნიციპალურ უწყებასთან (მერია და საკრებულო).
საბჭოს მიერ რეკომენდაციების წარდგენა ხდება ყოველი თვის პირველ სამუშაო კვირას. წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში ქალაქის მერი იღებს გადაწყვეტილებას განხილვის გაგრძელების, ან ინიციატივის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე. თუ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ინიციატივის შემდგომი განხილვის თაობაზე, 60 კალენდარული დღის განმავლობაში მერი, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან და მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან ერთად განიხილავს ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობას. განხილვის შედეგები ეცნობება ავტორს და სტატუსი აიტვირთება ინიციატივის ვებ პორტალზე.