ჩემი ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობას დაგეგმილი აქვს ე.წ. მაწანწრის ხევთან არსებული სკვერის (ვარდისუბნის წრესთან) კეთილმოწყობა. პროექტის თანახმად დაგეგმილია ამ სკვერში ხეების გაშენება.
ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ხეები თელავში დაბადებული ახალშობილების სახელზე დაირგას. საშუალო სტატისტიკურად თელავში ყოველ წელს დაახლოებით 1000 ბავშვი იბადება და ეს მიდგომა თავისუფლად შესაძლებელია გავრცელდეს სხვა სკვერებზეც.
ჩემი სურვილია, რომ ეს იყოს მუნიციპალური პროგრამა, რომელშიც ჩაერთვებიან ახალშობილების მშობლები, ახალგაზრდები და ყველა ის ადამიანი ვისაც ხეების დარგვის პროცესში მოიწვევს მუნიციპალიტეტი.
ჩემი იდეის მთავარი აზრი ისაა, რომ ამ ბავშვებს განსაკუთრებული გრძნობები გაუჩნდებათ საკუთარი სახელობის ხეებისა და ზოგადად ხეების მიმართ. საბოლოო ჯამში მსგავსი მიდგომა დადებითად აისახება თელავის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
მსგავსი ინიციატივები
ქ.დედოფლისწყაროში, ჯაფარიძის ტბაზე დაიწყო ტბის აღდგენა. დედოფლისწყაროელ ხალხს გვაქვს ცუდი დამოკიდებუ...
იხილე სრულად<p>გურჯაანში რეკრეაციული პარკების სიმცირე (გიორგი კობახიძე - ვაზისუბანი) პარკების სიმცირე გურჯაანის ...
იხილე სრულად