თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ თელავის ისტორიიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის მოვლენების დროს საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივი ძალისმიერი სტრუქტურების მიერ განხორციელებული რეპრესიები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც თელავის საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანები გაუსამართლებლად დახვრიტეს. დიდი ხანია ცნობილია და ახლა უკვე სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ 1920-იან წლებში დახვრეტების ნაწილი ხორციელდებოდა ქალაქ თელავში აბანოს ქუჩა #1 (იგივე თავისუფლების #17) იმ დროს თელავის ადგილობრივი ჩეკა-ს (პოლიტბიურო) განლაგების ადგილზე, სადაც თითქმის ხელუხლებლადაა შემორჩენილი პატიმართა საკნები, სარდაფები. მეორე ადგილი თელავის ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტები და დამარხვა, იყო ე.წ. ,,გიგოს გორის’’ ტერიტორია. ქალაქ თელავის განაშენიანების ახალ გეგმაში რეკომენდირებულია მომავალში ,,გიგოს გორის’’ ტერიტორიის კეთილმოწყობა და იქ მემორიალური პარკის გაკეთება. ამიტომ, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე, გთხოვთ: . გამოაცხადოთ მორატორუმი და არ განახორციელოთ ,,გიგოს გორის’’ და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემდგომი გასხვისება . თქვენდამი რწმუნებული სამსახურების, ალავერდის ეპარქიის და ამ საკითხით დაინტერესებული თელავის საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვით მოხდეს 2020 წლისთვის ,,გიგოს გორის’’, როგორც მემორიალურ ანდა რეპრესირებულთა პარკად ქცევის საკითხის განხილვის დაწყება და საჭირო ღონისძიებების გატარება . დაისვას საკითხი და დაიწყოს კონსულტაციები შესაბამის დაწესებულებებთან, ქალაქ თელავში აბანოს ქუჩა #1 (იგივე თავისუფლების #17) თელავის ადგილობრივი ჩეკა-ს (პოლიტბიურო) შენობის მეპატრონეებისგან გამოსყიდვის და იქ უსამართლოდ რეპრესირებულთა მუზეუმის გაკეთების თაობაზე.
მსგავსი ინიციატივები
<p>ქალაქისა და სოფლების ტერიტორიებზე, ასევე საპიკნიკე ადგლებში ე.წ. მწვანე დაფის განთავსება. ეკოლოგი...
იხილე სრულად<p><strong>თელავის სიმბოლო 900 წლოვანი ჭადარი გახმობის პირასაა. </strong></p> <p>ყველაზე დიდი ისტორ...
იხილე სრულად