მუნიციპალიტეტში ამოქმედდეს აუტიზმის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამა. აუტიზმის სპექტრის აშლილობა (შემდგომში აუტიზმი) სიხშირით ყველაზე მზარდი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რაც უმრავლეს შემთხვევაში, გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აუტიზმის მქონე პირის, მისი ოჯახის ცხოვრების ხარისხზე, ზრდის მათ სოციალურ მოწყვლადობას. ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ადრეული დაწყება მნიშვნელოვნად ამცირებს შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების რისკს და სიმძიმეს, რაც თავის მხრივ ამცირებს როგორც ოჯახის, ასევე სახელმწიფოსა და საზოგადოების ეკონომიკურ ტვირთს. ქვეყანაში, აუტიზმის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, რამდენიმე ქალაქში და მუნიციპალიტეტში მოქმედებს ადგილობრივი თვითმმართველობებისგან დაფინანსებული პროგრამები: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, ხოლო 2020 წლიდან განხორცილდება რუსთავის, სამტრედიის და გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში. დღეს თელავში, ბავშვის განვითარების ცენტრში („საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია“) 17 ბავშვი იღებს მომსახურებას ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიით (ABA თერაპია) რაც აუტიზმის მართვის მეცნიერულად დასაბუთებული ერთადერთი მეთოდია. ამ ბავშვებისა და მათი ოჯახების დღევანდელი მხარდაჭერა მუნიციპალური თვითმმართველობისგან, შეამცირებს სამომავლო სოციალურ ხარჯებს, როგორც მათი ოჯახებისთვის, ასევე ქვეყნისთვის.

  • დამატების თარიღი: 13.12.2019
  • მუნიციპალიტეტი: თელავი
  • ავტორი: ნინო პაატაშვილი
  • ელ.ფოსტა: geopida@gmail.com
  • კატეგორია: სხვა...
  • ხმების რაოდენობა: 0

მსგავსი ინიციატივები

თელავი

<p>ქალაქისა და სოფლების ტერიტორიებზე, ასევე საპიკნიკე ადგლებში ე.წ. მწვანე დაფის განთავსება. ეკოლოგი...

იხილე სრულად
თელავი

<p><strong>თელავის სიმბოლო 900 წლოვანი ჭადარი გახმობის პირასაა. </strong></p> <p>ყველაზე დიდი ისტორ...

იხილე სრულად