თელავის მუნიციპალიტეტში ამხანაგობებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება და მათ მიერ პროექტების მომზადების ხელშეწყობა
2020 წელს ამხანაგობის დაფინანსებისთვის გამოყოფილია 250 000 ლარი და დაფინანსება მოიპოვა მხოლოდ ერთმა განაცხადმა 38 781.7 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ თელავში არის 138 კორპუსი და 80-მდე ამხანაგობა და 2020 წელს შეტანილი განაცხადის ოდენობაა 4, მიანიშნებს რომ პროგრამა არაეფექტურად მუშაობს. პროექტის მიზანია პროგრამის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა.
იმისთვის რომ მოსახლეობამ გაიგოს, რა არის ამხანაგობა, როგორ მართოს და მოიძიოს თანადაფინანსება, საჭიროა, მერიის მიერ უზრუნველყოფილი იყოს მათი ინფორმირება და უნარების გაძლიერება. იმისთვის, რომ ამხანაგობის დაფინანსების პროგრამა განხორციელდეს, საჭიროა ინფორმაციის გავრცელება, მოსახლეობის უნარების გაძლიერება და მოტივირება.
მსგავსი ინიციატივები
<p>ქალაქისა და სოფლების ტერიტორიებზე, ასევე საპიკნიკე ადგლებში ე.წ. მწვანე დაფის განთავსება. ეკოლოგი...
იხილე სრულად<p><strong>თელავის სიმბოლო 900 წლოვანი ჭადარი გახმობის პირასაა. </strong></p> <p>ყველაზე დიდი ისტორ...
იხილე სრულად