თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში სკვერის კეთილმოწყობა
სოფელ ართანაში მოსახლეობა ერთ-ერთ პრობლემად ყოველთვის ასახელებდა დასასვენებელი და გასართობი რეკრეაციული სივრცის არარსებობას. სოფელში სკვერისთვის გამოიყო ტერიტორია, რომელიც რამდენიმე ახალგაზრდის ინიციატივით დასუფთავდა, ხოლო მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო 4 ტრენაჟორი. ამასთან კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა სოფლის საინიციატივო ჯგუფს დაუფინანსა პროექტი, რომლის ფარგლებშიც სკვერში დამონტაჟდა ატრაქციონები. შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა სკვერის სრულად კეთილმოწყობა.
ამ ეტაპზე სკვერში არ არის განათება, სკამები და ფანჩატური, რომელიც კიდევ უფრო ფუნქციურს და უსაფრთხოს გახდის სკვერს როგორც ართანის მოსახლეობის, ასევე სტუმრებისთვის. დღეს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, უმნიშვნელოვანესია, რომ სოფელში დასასვენებელ სივრცეში ხელმისაწვდომი იყოს უფასო ინტერნეტი და მუნიციპალიტეტმა ამ სერვისის მიწოდება დროულად უზრუნველყოს.
მსგავსი ინიციატივები
ქ.დედოფლისწყაროში, ჯაფარიძის ტბაზე დაიწყო ტბის აღდგენა. დედოფლისწყაროელ ხალხს გვაქვს ცუდი დამოკიდებუ...
იხილე სრულად<p>გურჯაანში რეკრეაციული პარკების სიმცირე (გიორგი კობახიძე - ვაზისუბანი) პარკების სიმცირე გურჯაანის ...
იხილე სრულად