თელავის სიმბოლო 900 წლოვანი ჭადარი გახმობის პირასაა.

ყველაზე დიდი ისტორიული ჭადრის ხე თელავშია იგი ქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ერეკე II-ს მონუმენტის წინ დგას. მისი გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს. ჭადარის სიმაღლე კი 40 მეტრია. რამდენიმე წელია ხემ გახმობა დაიწყო. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებისთვის მიმდინარეობს საკითხის განხილვა, თუმცა კონკრეტული სამუშაოები ამ დროისთვის არ არის დაწყებული. გარემოს დამცველების თქმით, ხის სიცოცხლის გარკვეული დროით გახანგრძლივება შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარების შედეგად. გთხოვთ, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდეთ აღნიშნულით და ერთად გადავარჩინოთ ჭადარი.

https://youtu.be/UUYMOZYjJb8 

  • დამატების თარიღი: 09.04.2021
  • მუნიციპალიტეტი: თელავი
  • ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი
  • ელ.ფოსტა: hubkakheti@gmail.com
  • კატეგორია: სხვა...
  • ხმების რაოდენობა: 5

მსგავსი ინიციატივები

თელავი

<p>ქალაქისა და სოფლების ტერიტორიებზე, ასევე საპიკნიკე ადგლებში ე.წ. მწვანე დაფის განთავსება. ეკოლოგი...

იხილე სრულად
თელავი

<p>თელავის მუნიციპალიტეტში ამხანაგობებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება და მათ ...

იხილე სრულად