თელავში და თელავის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმება დიდ პრობლემას წარმოადგენს. არის შეუსაბამო პირობები და მოთხოვნები.

კარგი იქნება თუ მუნიციპალიტეტი თავის წვრილს შეიტანს ამ პრობლემის გადაჭრაში.

ჩემი წინადადებაა მუნიციპალიტეტში შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

ვფიქრობთ, 2020 წლის ბიუჯეტში წინმსწრებით იქნას გათვალისწინებული გარკვეული თანხა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, რადგან ამ პროცესმა შემდგომში არ გამოიწვიოს ბიუჯეტის ცვლილება.

აქვე გთავაზობთ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ჩემეულ გზებს: ა) თელავის მერიამ დააწესოს ყოველწლიური ჯილდო იმ კომპანიებისთვის, სადაც დასაქმებულთა დიდი ნაწილი (პირობითად 80-90%) იქნება ახალგაზრდა და ამ ჯილდოს სპეციალურ ცერემონიალზე (თუნდაც საახალწლო ღონისძიებაზე) გადასცემს. ბ) მუნიციპალიტეტმა წაახალისოს შეღავათები დაუწესოს, ანდაც ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ თელავის მუნიციპალიტეტში ბიზნესის დაწყება.

  • დამატების თარიღი: 24.09.2019
  • მუნიციპალიტეტი: თელავი
  • ავტორი: გიორგი პაპაშვილი
  • ელ.ფოსტა: papashviligio02@gmail.com
  • კატეგორია: ახალგაზრდობა და განვითარება
  • ხმების რაოდენობა: 10

მსგავსი ინიციატივები

თელავი

<p>ახალგაზრდული სივრცის მოწყობა, სადაც მოხდება ახალგაზრდებს შორის ინფორმაციის, გამოცდილებისა და ცოდნ...

იხილე სრულად
ყვარელი

<p>ჩემი ინიციატივა მუნიციპალიტეტს მარიამ ბეუქლიშვილი ჩემი ინიციატივა ყვარლის მუნიციპალიტეტის უკიდურე...

იხილე სრულად