ნატალია თუნიაშვილი - ჩუმლაყი

ახალგაზრდების მიერ დიდი რაოდენობით თამბაქოს მოხმარება გურჯაანის მუნიციპალიტეტში, უშუალოდ ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ და მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლის მასშტაბით განხორციელებულმა გამოკითხვებმა მკაფიოდ გამოკვეთა ერთ-ერთი საკმაოდ მწვავე პრობლემა გურჯაანში ახალგაზრდების მხრიდან თამბაქოს მაღალი მოხმარების კუთხით. აღნიშნული პრობლემა გურჯაანში მრავალი წელია რაც არსებობს, რის ფონზეც საკმაოდ დიდი ზიანი ადგება ჩვენ სახალგაზრდებს, როგორც გონებრივი ისე სოციალური და ფიზიკური განვითარების მხრივ.

აღნიშნულ პრობლემას უფრო მეტად ამწვავებს ის, რომ გურჯაანში არსებული მაღაზიები აქტიურად არიან ჩართულნი არასრულწლოვნებზე სიგარეტის ან სგავსი საშუალების გაყიდვაში, რაც სრულიად არალეგიტიმური ქმედებაა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მრავალ მაღაზიაში აღნიშნული კანონის საწინააღმდეგოდ უპირობოდ ხდება არასრულწლოვანებზე სიგარეტის რეალიზება. ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სამსახურები.

მსგავსი ინიციატივები

თელავი

<p>ახალგაზრდული სივრცის მოწყობა, სადაც მოხდება ახალგაზრდებს შორის ინფორმაციის, გამოცდილებისა და ცოდნ...

იხილე სრულად
ყვარელი

<p>ჩემი ინიციატივა მუნიციპალიტეტს მარიამ ბეუქლიშვილი ჩემი ინიციატივა ყვარლის მუნიციპალიტეტის უკიდურე...

იხილე სრულად